воскресенье, 7 сентября 2014 г.

დღე მესამე

თანდათან უფრო საინტერესო ხდება ჩვენი მუშაობა, თურმე რამდენი კარგი რამ შეგვიძლია გავაკეთოთ, ონლაინ-თანამშრომლობა ხომ საერთოდ სუპერ! მადლობა ნათია!

вторник, 2 сентября 2014 г.

დღე მეორე

დღევანდელი დღე მრავლისმომცემი და საინტერესო იყო: ვისაუბრეთ პროექტის იდეებზე, გავიხსენეთ მეორე დონის ტრენინგზე შესწავლილი ზოგიერთი რამ და ბოლოს, დავამზადეთ ბროშურა მშობლებისთვის.

понедельник, 1 сентября 2014 г.

დღე პირველი

გავეცანით ინტელის სახელმძღვანელოს, მის ნავიგაციას, ვიმუშავეთ ელექტრონულ ფოსტაში, ბლოგებზე და შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო.

воскресенье, 4 августа 2013 г.

პროექტის გეგმა- შიდსი

პროექტის  სახელწოდება:  შიდსი 

პროექტის მთავარი იდეა ( თემა): შიდსის, როგორც დაავადების გაცნობა, მისი გავრცელებოს გზები, პრევენცია, საქართველოში დაავადების გავრცელების სტატისტიკა. .
პროექტის აქტუალობა: გაეცნონ მოსწავლეები შიდსს, როგორც პანდემიას, მის გავრცელების გზებს და დანერგონ ჯანსაღი ცხოვრების  წესი.

პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა გააანალიზონ ჯანსაღი ცხოვრების წესის და ჯანმრთელობაზე მოქმედი რისკ- ფაქტორების ზეგავლენის შემცირების მნიშვნელობა. ჩამოუყალიბდეთ ინფორმაციის მოძიების და დახარისხების, კვლევის უნარ-ჩვევები. ისტ-ტექნოლოგიების მოხმხრების უნარ- ჩვევები.

მონაწილეთა ასაკი: 16 წელი

ვადები/ხანგრძლივობა: 10 დღე

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები , რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის მოძიებასა და დახარისხებას- მოამზადებენ რეფერატებს დაავადებაზე, შექმნიან საინფირმაციო ბუკლეტებს
.
პროექტისათვის საჭირო რესურსები: ვიდეოკამერა, ინტერნეტი, კომპიუტერი, პროექტორი.
პროექტის მსვლელობა

აქტივობა I-ჯგუფური მუშაობა
I-ჯგუფი-- მოიძიებს ინტერნეტში მასალას შემდეგ თემებზე:
1.დაავადების აღმოჩენის ისტორია;
2.დაავადების განვითარების ეტაპები;
3.დაავადების გადატანის გზები;
4.დაავადების პრევენცია და გავრცელების  სტატისტიკა საქართველოში. სტატისტიკურ მონაცემებს წარმოადგენენ დიაგრამის სახით პროგრამა EXCEL-ში.
II ჯგუფი-მოამზადებს სლაიდ-შოუს დაავადების შესახებ და შექმნის საინფორმაციო ბუკლეტს;
III ჯგუფი- ჩაწერს ინტერვიუს შიდსის ლაბორატორიის ხელმძღვანელთან;
IV ჯგუფი -ჩაატარებს გამოკითხვას მოსწავლეებში რა იციან ამ დაავადების შესახებ და დაარიგებენ საინფორმაციო ბუკლეტებს.

აქტივობა II-პრეზენტაცია
ჯგუფები მოაწყობენ პრეზენტაციას.

აქტივობა III -მოსწავლეები შექმნიან პროექტის ბლოგს.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ბიოლ.VIII. 9. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ადამიანისათვის ჯანსაღო ცხოვრების წესის მნიშვნელობა.
ბიოლ.IX. 9 მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს სატრანსპორტო სისტემის მნიშვნელობა ორგანიძმისათვის.
კვლ.X.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემთა აღრიცხვა.
კვლ.X.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.

პროექტის ხელმძღვანელი: ნატო ბითაძე

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:natobitadze@gmail.com